ასფარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:16, 23 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ასფარა, ასპანა – სოფელი სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალტეტში, ტამბოვკის საკრებუ ლოში, ფარავნის ტბის დასავლეთ ნაპირას, ზღვის დონიდან 2075-2105 მ სიმაღლეზე, ქ. ნინოწმინდიდან 40 კმ მანძილზე.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 107, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002). 1920-იან წლებში აქ დასახლდნენ სოფ. კარტიკამიდან ჩამოსული თურქულენოვანი კათოლიკე სომხები. შემორჩენილია დარბაზული ეკლესიის ნანგრევები.