თუმანიშვილი დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:56, 10 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თუმანიშვილი დავით – (XVIII ს. მიწურული — XIX ს. პირველი ნახევარი) — პოეტი, კალიგრაფი. ძმა ავთანდილ თუმანიშვილისა, მეგობარი დავით რექტორისა. ვითარცა პოეტი, ბესიკის სკოლის წარმომადენელი ჩანს. ცნობილია მისი სამიჯნურო ლექსი „ტრფიალთა ქველი“, რომელშიც ბესიკური კილო მოისმის. როგორც კალიგრაფს გადაუწერია ნათარგმნი პიესების კრებული, „მსოფლიო ისტორია“, დელა პორტის „საქართველოს ისტორია“.