ლარაძე პეტრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლარაძე პეტრე („ყარიბი“, „ეგრისელი“, „არტანუჯელი“) (XVIII ს-ის 70-იანი წლები-1837) — პოეტი. გადმოცემის თანახმად, იყო თბილისის სამეფო ბიბლიოთეკის გამგე. 1803-10 წწ. სპარსეთში ახლდა თეიმურაზ ბატონიშვილს. 20-იან წლებამდე პეტერბურგში ცხოვრობდა, მერე საქართველოში დაბრუნდა. პეტრე ლარაძის სახელით ჩვენამდე მოღწეულია ლექსების კრებული „მრავალფერყვავილოვანი“ და რამდენიმე ეპიკური ნაწარმოები: ისტორიული პოემა „ჰამბავი სახელოვანნი“ და რომანტიკულ-გმირული პოემები „დილარიანი“ და „სახე-მგოსანი“.