ჩახრუხაძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:02, 21 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩახრუხაძე − XII–XIII საუკუნეების პოეტი, რომელსაც მიეწერება „თამარიანის” ავტორობა. მასზე ცნობებს გვაწვდის ჩანართი სტროფი თხზულების ბოლოში: „მოხევის ძეთა ჩახრუხაძეთა ექო თამარი, მეფე წყლიანი”. ჩახრუხაძეს მიიჩნევენ „თამარიანის” ავტორად არჩილ II და ე. წ. აღორძინების ხანის სხვა მწერლები. ნიკო მარის განმარტებით, ჩახრუხაძე წარმოშობით მესხი უნდა იყოს („მაშა მეხელი” - მოხეტიალე მესხი), ზოგი მკვლევარი მას ხეობის მკვიდრად (მესხ მელექსედ) მიიჩნევს. კორნელი კეკელიძემ ყურადღება მიაქცია გელათის მონასტრის ხელნაწერის „დიდი სჯულის კანონის” (XIII საუკუნის I ათწლეული) ანდერძში მოხსენებულ გადამწერს გრიგოლ ჩახრუხაჲსძეს, რომელსაც განზრახვა ჰქონია ბერად აღკვეცილიყო პალესტინაში, ქართველთა ჯვრის მონასტერში. ზოგი მკვლევრის აზრით, ხელნაწერის თარიღი, მეტყველების სტილი, ლექსიკა და სხვა გრიგოლ ჩახრუხაჲსძისა და „თამარიანის” ავტორის იდენტურობას გვაფიქრებინებს.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები