დივა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:28, 19 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დივა – (ინდ.) „ზეციური“, „სხივოსანი“, ღმერთების არსებათა საერთო სახელწოდება, რომლებიც შეადგენენ პანთეონს. მათი რიცხვი ტრადიციულად ოცდაცამეტია. უპირისპირდებიან ასურებს, როგორც არაღმერთებს, დემონურ არსებათ. არსებობს დივების სამი ჯგუფი:
- ზესკნელის (ვარუნა, მითრა, სურია, ვიშნუ, აშვინები და სხვანი)
- შუასკნელის (ინდრა, მარუტები, ვაიუ და სხვანი)
- მიწის (აგნი, სომა, ბრიჰასპატი და სხვანი).
დივათა კლასში გაერთიანებულნი არიან ასევე განპიროვნებული აბსტრაქტული ცნებები („რისხვა“, „სურვილი“, სიუხვე“, საყრდენი“, მეტყველება“, „რწმენა“, „დრო“ და ა.შ.). სიტყვა დივა ღმერთის აღმნიშვნელი საერთო ინდო-ირანული სიტყვაა, ოღონდ ირანულ მითოლოგიაში მან (|დაევა, დევი) ავსულის მნიშვნელობა მიიღო.