ასოციაციურობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ასოციაციურობა (ლათ. Assotiatio – შეერთება), (მათემატიკაში) – რიცხვთა შეკრებისა და გამრავლების მოქმედებათა თვისება, რომელიც გამოისახება (a + b) + c = a + (b + c) და (ab) c = a (bc) იგივეობებით.
საზოგადოდ a* b ალგებრული მოქმედება ასოციაციურია, თუ (a* b)* c = a* (b*c).
ტერმინი წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან associare – „ასოციურობა“, „შეერთება“; იგი შემოიღო ჰამილტონმა (1843).
ანალოგიური ტერმინები „დისტრიბუციულობა“ და „კომუტატიურობა“ (ლათინური სიტყვებიდან distributivus – „განრიგებადი“ და commutatio – „შეცვლა“, „გაცვლა“) შემოიღო არტილერიის ინჟინერმა და მათემატიკის მასწავლებელმა ფრანგმა სერვუამ (1815).
„დისტრიბუციულობა“ – იგივურ მოქმედებათა თვისება:
- (a+b)c = ac + bc; c(a+b) = ca + cb.
„კომუტატიურობა" – იგივურ მოქმედებათა თვისება: a+b=b+a; ab=ba.