ანიმიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანიმიზმი - (ლათ.anima) „მაცოცხლებელი ქროლვა“, მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „ანიმა“ - სული. რწმენა, რომლის თანახმად ყოველგვარ საგანს, ცოცხალს თუ არაცოცხალს, სულიერს თუ უსულოს, აქვს სული ან ფიზიკური ფორმის გარეშე სულიერი არსებობის სხვა ფორმა.

ეს არის პირველყოფილ ხალხთა რელიგიური რწმენა, რომელთაგან ყველაზე ძლიერად გაიდგა ფესვი მცენარეთა გაღმერთებამ (ჩვენთან მუხამ, ცაცხვმა, ვაზმა და ა.შ.)

ფილოსოფიაში ამ სიტყვით აღინიშნება ყველა ის კონცეფცია, რომელთა თანახმადაც თითოეულ არსებას აქვს სამშვინველი, როგორც აქტივობის შინაგანი საწყისი; ეთნოლოგიაში კი – ზოგიერთი პირველყოფილი ხალხის მისწრაფება, მიაკუთვნონ სამშვინველი არა მხოლოდ ადამიანს, არამედ, ასევე, საგნებსაც. ანიმისტურს უწოდებენ განსაკუთრებით იმ ტომებს, რომლებშიც მიცვალებულთა და სამშვინველთა საგანგებო კულტია გავრცელებული.



წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო;
  • სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი,2004
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები