ვარდანისძე ივანე (II)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:33, 11 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ივანე (II) [ვარდანისძე] - სვანთა ერისთავი XI ს-ის შუა ხანებში. ივანე (II) სვანთა ერისთავი უნდა იყოს „მატიანე ქართლისაიში“ მოხსენიებული ივანე ერისთავი, რომელიც XI ს-ის 40-იან წლებში ლიპარიტ (IV) ბაღვაშის მიერ ანისიდან მოტყუებით იქნა გამოყვანილი და დაპატიმრებული სხვა ქართველ დიდებულებთან ერთად.
წყაროები და ლიტერატურა
- მატიანე ქართლისაი 1955: 300;
- ბახტაძე 2003: 216-217.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში