არაფიტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:26, 30 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არაფიტა (ოს. Æрæфитæ) – ნართული ეპოსის მიხედვით, სიმდის (ცეკვის) ერთ-ერთი სახეობა – მასიური ორსართულიანი ფერხული; ცეკვავდნენ ახალწლის წინა საღამოს კოცონის გარშემო მხოლოდ მამაკაცები სიმღერის თანხლებით. როგორც ჩანს, არაფიტა წარმოადგენდა გარკვეული საკრალური ფუნქციის მქონე რიტუალურ ცეკვას.
ლიტერატურა
- Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 2. Владикавказ, 2004; Дзадзиев А. Б., Дзуцев Х. В., Караев С. М. Этнография и мифология осетин. Владикавказ, 1994.