ჩვეულებრივი ნეკერჩხალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:48, 10 მაისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩვეულებრივი ნეკერჩხალი - (Acer campestre L.) ოჯახი ნეკერჩხლისებრნი. 15-20 მ. სიმაღლის ხეა. ფოთლები 3 ან 5 - ნაკვთიანია, 4-8 სმ. სიგრძისა და 4-10 სმ. სიგანის, ორივე მხარეს პრიალა. ზედა მხარეს უფრო მუქი, ფოთლის ნაკვთები ბლაგვია ან ოდნავ ბლაგვწვერიანი. ნაკვთები ზოგჯერ დანაკვთულია. ყვავილედი ზეზე მდგარი ფარისებური მტევანია, იშლება ფოთლების გამოტანის დროს ან ოდნავ გვიან. ნაყოფის ფრთები 2-3-5 სმ სიგრძისაა, ჰორიზონტალურად გადაშლილი და ბოლოსკენ ოდნავ აშვერილი. ეს სახეობა კახეთის რეგიონში ფართოდ არის გავრცელებული მუხრან, რცხილნარ და წაბლნარ ტყეებში, იშვიათია წიფლნაირებში. ნახვა შესაძლებელია, პრაქტიკულად ყველგან: გვხვდება მთელ საქართველოში ზემოთ დასახელებულ ჰაბიტატებში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები.