გიორგი თაბაური (კალიგრაფი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:58, 30 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გიორგი თაბაური – (XIV ს.), ქართველი კალიგრაფი, ქსნის ერისთავ ვირშელისთვის გადაწერა სახარება (H-2122, 2125). ხელნაწერი შესრულებულია ნუსხურით ორ სვეტად, სათაურები – მთავრულით. ხელნაწერში ჩართული კამარები და მახარებელთა მინიატიურები შესრულებულია ავგაროზ ბანდაისძის მიერ.
ვ. სილოგავა
ლიტერატურა
ხელნაწერთა აღწერილობა, H კოლექცია, ტ. 5, თბ., 1949.
წყარო
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)