ბაბილა (კათოლიკოსი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:46, 11 აპრილი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბაბილა – ქართლის კათოლიკოსი დაახლოებით VII ს. 30-იანი წლების დასაწყისში. მისი ზეობისას ერისთავი იყო ადარნასე, რომლის დროსაც, „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით, „სამნი კათალიკოზნი იცვალნეს: იოვანე, ბაბილა, თაბორ“.