ჰიპერინფლაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:40, 13 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰიპერინფლაცია - (hyperinflation), ინფლაციის უმაღლესი დონე, რომლის ზრდის ტემპი 200%-ზე მეტია, ზოგჯერ კი წელიწადში რამდენიმე ასეულ პროცენტსაც კი აღწევს. ჰიპერინფლაციის დროს ფასები და ხელფასი კატასტროფულად სცილდება ერთმანეთს. ასეთ პირობებში ცხოვრების დონის დაცემას მოსახლეობის ყველაზე შეძლებული ფენებიც კი გრძნობენ.