პიგუს გადასახადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:09, 14 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პიგუს გადასახადი - (Pigouian tax) - გადასახადი, დაწესებული უარყოფითი გარე ეფექტების (ექსტერნალიების) კორექტირებისა და ნიველირებისათვის. პიგუს გადასახადით იბეგრება ასეთი გარე ეფექტის წარმომქმნელი. ამასთან, გადასახადის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ გარე ეფექტის კერძო დანახარჯები საზოგადოებრივი ხარჯების ტოლი იყოს.