არტიკულაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:38, 29 მარტი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არტიკულაცია - ბგერების შესრულების ხერხი სამუსიკო საკრავზე ან ხმით ბგერების გადაბმისა და დანაწევრების ხარისხი, არტიკულაცია მოიცავს ბგერის მიღების მრავალ ხერხს, მათ შორის ძირითადია:
- „ლეგატო“,
- „სტაკატო“,
- „ნონლეგატო“.
არტიკულაციას მიაკუთვნებენ აგრეთვე ერთი ბგერიდან მეორემდე დაცურების ხერხებს – „პორტამენტო“, „გლისანდო“. სწორი არტიკულაცია აუცილებელია მუსიკალური ტექსტის უშეცდომოდ გადმოცემისა და შესრულების მხატვრული გამომსახველობისათვის.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")