აჟურული დეკორაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:48, 17 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აჟურული დეკორაცია – ბრტყელი მხატვრული დეკორაციის ერთ-ერთი სახე. მოხატული დეკორაციული ტილოს ერთი ნაწილი ამოჭრილია და ამ ადგილის მიღმა მოჩანს ფონი, რომელიც ასახავს ცას, არქიტექტურული ან პეიზაჟური დეკორაციის და ა. შ. მეორე პლანს.
როცა აჟურული დეკორაცია რამდენიმე სხვადასხვა პლანზეა ჩამიკიდებული, ქმნის სივრცობრივი ნაგებობის ან პეიზაჟის სიღრმის ილუზიას (განსაკუთრებით, სასცენო განათების ეფექტური გამოყენებისას). აჟურული არქიტექტურული დეკორაციები სცენაზე იგება პირობით-სცენური კანონების საფუძველზე.