ჰიდროკვანძი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:42, 10 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰიდროკვანძი (ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კვანძი) – ჯგუფი ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა, რომლებიც გაერთიანებულია განლაგებისა და ერთად მუშაობის პრინციპის მიხედვით. ჰიდროკვანძი ძირითადი დანიშნულების მიხედვით არსებობს ენერგეტიკის, წყლის ტრანსპორტირების, წყალსაღებისა და სხვ. ყველაზე მეტად გავრცელებულია კომპლექსური ჰიდროკვანძი, რომელიც ერთდროულად ასრულებს რამდენიმე წყალმეურნეობის ფუნქციას. ჰიდროკვანძს განასხვავებენ: დაბალი დაწნევის, როდესაც წყლის დონის ზედა და ქვედა ბიეფის სხვაობა (დაწნევა) არ აღემატება 10 მ; საშუალო დაწნევის (10-40 მ) და მაღალი დაწნევის (დაწნევით 40 მ-ზე მეტი).