გრანულირებული წიდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:46, 2 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გრანულირებული წიდა (თერმოზიტი) – წვრილფრაქციული ( < 10 მმ) ფხვიერი მრავალკომპონენტიანი მინისებრი მასალა, რომელიც მიიღება ბრძმედური ან კონვერტერული თხევადი ცხელი წიდის სწრაფი გაცივებით წყლის მეშვეობით. მიეკუთვნება მაღალი ხარისხის მჭიდა მასალებს. გამოიყენება, როგორც აქტიური მინერალური დანამატი ცემენტისა და ბეტონის წარმოებაში.