რუსთავის სიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

[ფაილი:Rustavis sioni.JPG|thumb|250პქ|რუსთავის სიონი]] რუსთავის სიონი - (ინგლ. Rustavi Sioni), ქართული ხუროთმოძღვრების უახლესი ძეგლი, რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, ქ. რუსთავში.

აიგო 2011 წელს ქ. რუსთავში (პროექტის ავტორები: დეკანოზი ბ. მენაბდე, ნ. აბაშიძე და ნ. დადიანი; ქტიტორი თამაზ გველუ-კაშვილი). ტაძარი აშენებულია ძველი სამშენებლო ტექნოლოგიე-ბის გამოყენებით – ქვითა და კირით, ცემენტისა და არმატურის გარეშე. ნაგებობის არქიტექტურაში შერწყმულია თავისუფალი ჯვრისა და მრგვალი ტაძრის მახასიათებლები. ტაძრის სიმაღლეა 19 მ. საძირკველი მოწყობილია ბაზალტის ქვის კვადრების 1 მ სისქის ბალასტის ბალიშზე. შემკვრელია კეცის ქვიშაზე მომზა-დებული მაღალი სიმტკიცის ჰიდრავლური კირდუღაბი. ქვების ჰორიზონტალური ბმებისთვის გამოყენებულია, როგორც წყობა-ში კეტვის პრინციპი, ასევე ე.წ. "გამერები" (ქვაში ამოკვეთილ ფო-სოებსა და ღარებში ჩასხმულ გამდნარ ტყვიაში ჩაძირული ლითონის ჩანგლები). ტაძრის პერანგის ქვად ძირითადად გამოყენებულია ხეკორძულა-ნიჩბისის მოლურჯო-მოყვითალო შეფერილობის ქვიშა-ქვა. ეს სწორედ ის ხვლიკისფერი ქვაა, რომლითაც თავის დროზე სვე-ტიცხოველი და ანჩისხატის ბაზილიკა ააშენეს. კარიერიდან მოტანი-ლი ქვის ლოდები ხელით იქნა გათლილი, მოჩუქურთმებული (სურ. 2. აღმოსავლეთის მთავარი აფსიდის ფასადის მორთულობა; სურ. 3 - სურ. 5: ჩუქურთმები; სურ. 6. გუმბათის ყელი) და დამონტაჟებული. XII-XIII საუკუნეების ტაძრების მსგავსად ინტერიერი აგურით ამოიყ-ვანეს, რის შემდეგაც კედლები თლილი ქვით მოაპირკეთეს. ზედა-პირის ფერადოვნებისათვის გამოიყენეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემოტანილი ქვები: თეძმისა და თეთრი წყაროს მომწვანო და მოყვითალო ტუფი, დმანისისა და ახალ-ქალაქის შინდისფერი და მოწითალო პემზა-ტუფი. სარკმლებში ჩამონტაჟებულია ბოლნისის მწვანე ტუფში გამოთლილი ორნამენტული ჭვირული, რომელიც მზის სხივს ფანტავს და ტაძარში განფენილ სინათლეს წარმოქმნის. სახურავის საბურვლად გამოყენებულია ლორფინი (ქვის კრამიტი), რომელიც მარნეულის ბაზალტისა და ყაზბეგის ანდეზიტ-დაციტის ლოდე-ბიდან იქნა გათლილი.

რუსთავის სიონის მშენებლობაში გამოყენებულია შუა საუკუ-ნეების საქართველოს საუკეთესო ტაძრების (ნიკორწმინდა, ფიტა-რეთი, გელათი, ქვათახევი, ბანა, ოშკი, ხახული, სვეტიცხოველი, სა-მთავრო, ჰუჯაბი, დმანისი, ბოლნისი და სხვ.) არქიტექტურა და სამ-შენებლო გამოცდილება. ტაძრის გეგმარებაა თავისუფალი ჯვარი, რომელსაც აქვს წრიული გარშემოსავლელი, რაც აადვილებს ტაძ-რის ლიტურგიულ გარშემოვლას. ასეთი სტილის ტაძარი საქართვე-ლოში პირველად აშენდა. მრგვალი ტაძრისა და თავისუფალი ჯვ-რის შერწყმამ წარმოქმნა ტაძრის გარშემოსავლელი უბეებით, ასე რომ, აქ შემოსულ ადამიანს თავისუფლად შეუძლია სწრაფად მოილოცოს და ისე გავიდეს ტაძრიდან, რომ წირვა-ლოცვას ხელი არ შეუშალოს და მრევლი არ დააბრკოლოს.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები