აჰაყჲა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აჰაყჲა - აფხ. „ბრტყელი ქვა“. ბრტყელი მოგრძო ფილა ქვა, რომელსაც შუა ნაწილში აქვს ჩაღრმავება. იგი იხმარება აჯიკის გასაკეთებლად წიწაკის, მწვანილისა და და მარილის გასაქნელად (სანაყის ნაცვლად). აჰაყჲა-ს ესაჭიროება უფრო მცირე ზომის მეორე ბრტყელი რიყის ქვა აფხნჷგა „გასაქნელი, გასალესი“, რომელიც დიდი მუჭის სიდიდისაა და ასევე მოიხმარება ნიგვზის გასაქნელადაც.