კურკოვანი დათვიმარწყვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:58, 2 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კურკოვანი დათვიმარწყვა - („აკ-კურაი“ (Psoralea irupacea Bunge.). პარკოსანთა ოჯახის ქსეროფიტული ლანდშაფტის მცენარეა 2 მ სიმაღლით, იზრდება შუა აზიაში, ყვავილები წვრილია, მოთეთრო ლილისფერი. ყვავილობას იწყებს მაისის მეორე ნახევარში და გრძელდება ივნისშიც. ნექტრის გამოყოფისათვის ხელსაყრელ წლებში დათვიმარწყვას შამბნარი იძლევა დიდი რაოდენობით თაფლს. სეზონზე ცალკეული ოჯახური 150 კგ-მდე თაფლს აგროვებენ. საკონტროლო სკის სადღეღამისო წონამეტია 4—5 კგ.