დიოფსიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:31, 2 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დიოფსიდი − (ბერძ. dís ორჯერ, ორმაგი და ópsis მხედველობ; ხედი, შესახედაობა) – მინერალი, პიროქსენების ჯგუფის სილიკატი. ქიმიური ფორმულა CaMg(Si2O6). არის რკინის, მანგანუმის, ალუმინის, ქრომის, ვანადიუმისა და ტიტანის ნარევი. შემადგენლობის მიხედვით მისი სინონიმებია: ვიოლანი (Mn3+; ფერი – იისფერი, ცისფერი); შეფერიტი (Mn); თუთიის შეფერიტი (Zn, Mn); ჯეფერსონიტი (Mn, Zn, Fe); ქრომდიოფსიდი (Cr; ალმასისფერი); ლავროვიტი (V, Cr; ფერი – მწვანე). გამოიყენება მოსაპირკეთებელ საშენ მასალად.