გაპრიალებული სავიტრინე მინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:39, 17 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სავიტრინე გაპრიალებული მინა – ნაწრთობი მინა, რომელიც გამოიყენება პირველი კლასისა და უნიკალური დანიშნულების შენობებში. დამზადებისას აწარმოებენ მის განმტკიცებას წრთობით (სტალინიტი) ან ამზადებენ მრავალშრიანს (ტრიპლექსი) ერთი ან რამდენიმე ორგანული შრით. გამოიყენება ვიტრინების, ვიტრაჟების, ავტომობილების, თვითმფრინავების, რკინიგზის ტრანსპორტის, გემების შესამინად და სხვა მიზნით. ახასიათებს მაღალი სიმტკიცე და დარტყმამედეგობა.