ხიმინჯოვანი ხრახნული საძირკველი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხიმინჯოვანი ხრახნული საძირკველი − ხიმინჯოვანი საძირკველი, რომელიც ეწყობა გარე ხრახნის მქონე ფოლადის მილის ჩახრახვნით გრუნტში. პროცესი, ძირითადად, იწარმოება მძიმე ტექნიკის გამოყენებით (იშვიათად ხელით). ჩახრახვნა გრძელდება მანამ, ვიდრე მილის თავი არ მიაღწევს გრუნტის მყარ ფენას. შემდეგ ხდება მილის შევსება ცემენტ-ქვიშის ხსნარით, რათა არ მოხდეს მილის კოროზია შიგნიდან. ხიმინჯების მონტაჟის შემდეგ მიმდინარეობს კოჭოვანი როსტვერკის ან საძირკვლის ფილის მოწყობა. აღნიშნული მეთოდის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი გრუნტისათვის (კლდოვანის გარდა).