ტერასული ფიცარი ეკოდეკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტერასული ფიცარი ეკოდეკი – რუსული წარმოების, მერქნის ალტერნატიული, თანამედროვე საშენი მასალა, დამზადებული მერქან-პოლიმერული კომპოზიტისგან. არ საჭიროებს შეღებვას, გალაქვას, მდგრადია ბიომავნებლების, მექანიკური და ატმოსფერული ზემოქმედებისადმი, ადვილად ირეცხება. გამოიყენება ეზოს ტერასების, ბილიკების, ფანჩატურების, ღია კაფეების მოსაწყობად და სხვა.