ცხვირის ძგიდის პათოლოგიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:50, 24 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცხვირის ძგიდის პათოლოგიები — ცხვირის ძგიდის ხრტილოვანი ნაწილი, რომელსაც არ აქვს სისხლმომარაგება, დაფარულია ძალიან ჭარბი კაპილარული ქსელის მქონე ლორწოვანი გარსით. ამ ლორწოვანი გარსის ზონას მის წინა ნაწილში, კისელბახის წნულს ეძახიან. ცხვირიდან სისხლდენების თითქმის 90% ამ მიდამოს დაზიანებით არის განპირობებული.

ცხვირის ძგიდის პერფორაციებიც ამის გამო ვითარდება. როგორც წესი, როდესაც ამა თუ იმ მიზეზის გამო, ამ ზონაში ლორწოვანი კარგავს სისხლმომარაგებას, ხრტილს კი ის არ გააჩნია, ვითარდება პერფორაცია.

ძგიდის დეფორმაციის დროს, შესაძლოა ცხვირის და წიაღების ვენტილაციის მოშლა.

  1. ძგიდის მიდამო – მელანომას ხშირი მასპინძელია. ამიტომ ნებისმიერი სისხლმდენი პერფორაცია ბიოფსიას მოითხოვს.
  2. კეთილთვისებიანი სიმსივნეებიდან გვხვდება შებრუნებითი პაპილომა და ანგიოფიბრომა.
  3. კისელბახის წნულიდან სისხლდენები ხშირია და მათი მკურნალობა ადგილობრივი სისხლდენის საწინააღმდეგო მალამოებით ხორციელდება (H.E.C., Emoffix). შეძლებისდაგვარად, თავიდან უნდა ავიცილოთ თერმული ან ქიმიური კაუტერიზაცია, შემდგომი პერფორაციის დიდი რისკის გამო. ე. წ. „ასპისოვის განაკვეთი“ (როდესაც ძგიდის ლორწოვანის გაკვეთა და აშრევება ხდებოდა), უკვე ისტორიას ჩაბარდა.
  4. ცხვირის ძგიდის პერფორაციას მრავალი ეტიოლოგიური ფაქტორი აქვს:
— რომელიმე დაავადების გართულება, მაგ. სიფილისი, ავთვისებიანი გრანულომა, ან სხვა;
— ქიმიური ინტოქსიკაცია ქრომით;
— პოსტოპერაციული პერფორაცია;
— Hajek-ის ძგიდის პირველადი პერფორაცია;

კლინიკურად ყველა ერთნაირია: ფუფხების არსებობა, სტვენა, მცირე პერფორაციის დროს – სისხლდენები.

ოპერაციული მკურნალობა რთულია და ტაქტიკა ქირურგიული სკოლების მიხედვით სხვადასხვაგვარია.

5. ძგიდის დევიაციო

ამ ანომალიის შედეგად, ორი პრობლემა შეიძლება წარმოიშვას:

  1. ფუნქციური – სუნთქვის ცალმხრივი ან ორმხრივი გაძნელება;
  2. ესთეტიკური.
მიზეზიც ორია:
  1. ტრავმული;
  2. ხრტილოვანი და ძვლოვანი სტრუქტურების ასინქრონულად ზრდა;

დევიაციოს მრავალი ტიპი არის აღწერილი, ძირითადი არის სამი:

  1. ძვლოვანი;
  2. ხრტილოვანი;
  3. შერეული;

დანარჩენი ნაირსახეობა შესაძლოა დაიყოს ლოკალიზაციის და ფორმის მიხედვით.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები