კაკაბაძე ზურაბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:03, 17 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კაკაბაძე ზურაბ − (1926 − 1982), ფილოსოფოსი, პოეტი, მთარგმნელი. ზურაბ კაკაბაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის ევროპული ფილოსოფიის აქტუალური საკითხების კრიტიკული ანალიზი დაიწყო. ეს იყო – ადამიანის ფილოსოფიური პრობლემა, თანამედროვე ევროპის ხელოვნება, კულტურისა და ცივილიზაციის მიმართება და სხვა.
- * * *
- მე ვიცდიდი სალექსოდ და სანექტაროდ
- და ოცნებას ფრთები ჯერ არ გაეშალა,
- როცა შენი სიახლოვე სანეტარო
- იგრძნო ჩემმა მარტოობის კაეშანმა.
- ქარი, ქარი და ფოთლები ქარდაქარი,
- ქარი, როგორც ფრთაგაშლილი არწივი...
- შენ ეს გული სასმისივით გადაჰკარი,
- მაინც შენით პირსავსეა ყანწივით.
- მზე ამოდის, ანდა უკვე ამოვიდა,
- ცეცხლში დაწვეს, დარჩა ცეცხლის ღადარშივე...
- მოვალ შენთან და სიყვარულს თან მოვიტან,
- თუ ამ ქარებს, თუ ამ ქარებს გადავურჩი მე.
- ქარი, ქარი და ფიქრები ქარდაქარი.
- ქარი, როგორც ფრთაგაშლილი არწივი...
- შენ ეს გული სასმისივით გადაჰკარი.
- მაინც შენით პირსავსეა ყანწივით.