ტროას ცხენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:07, 16 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტროას ცხენი – უზარმაზარი ხის ცხენი, რომელიც ბერძნებმა ტროას ომის მეათე წელს გამოთალეს ოდისევსის რჩევით. ტროას ცხენის ლეგენდას პირველად ჰომეროსი მოიხსენიებს, უფრო ვრცლად კი – ვერგილიუსი თავის პოემაში, რომლის სახელწოდებაცაა „ენეიდა“.
გადატანითი მნიშვნელობით „ტროას ცხენს“ ისეთ საჩუქარზე იტყვიან, რომელსაც მტერს მიუძღვნიან მისი დაღუპვის მიზნით.