მოცხარი
მოცხარი – ლათინური დასახელება – Ribes
- ბოტანიკური ოჯახი – Grossulariaceae (ხუნწისებრნი)
- სიცოცხლის ხანგრძლივობა – 40-45 წელი
- განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა – 18-200C
- ჰაერის ოპტიმალური ტენიენობა – 60-65%
- ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა – 65-70%
- ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH – 6-6,5
- კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი – -20C
- კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი – +380C
- სინათლისადმი მოთხოვნა – სინათლის მოყვარული
კულტურის აპრობირებული და პერსპექტიული სახეობები
სახეობა | სიმწიფე | მოსავლიანობა (კგ/ჰა) |
---|---|---|
შავი მოცხარი | VII-VIII | 50-300 |
წითელი მოცხარი | VII-VIII | 40-250 |
საბაზისო აგროკალენდარი
აგროღონისძიება | პერიოდი |
---|---|
ნიადაგის განოყიერება | IX-X |
რიგთაშორისების მოხვნა | IX-X |
რიგთაშორისების კულტივაცია | III-IV |
ბრძოლა მავნებლ-დაავადებებთან | III-V |
მოსავლის აღება | VI-VII |
ნიადაგის დამუშავება
მოცხარი საჭიროებს ნოყიერ, კარგად დრენირებულ, კირით მდიდარ ნიადაგებს
დარგვამდე ნიადაგს ამუშავებენ 30-35 სმ. სიღრმეზე და შეაქვთ ორგანული სასუქი 100-120 ტ/ჰა, მინერალური ფოსფოროვან-კალიუმიანი 300 კგ/ჰა სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით.
დარგვის წესები და ნორმები
ჯიშობრივი მახასიათებლების შესანარჩუნებლად მოცხარს ვეგეტატიურად – კალმებითა და გადაწვენით ამრავლებენ. დარგვის საუკეთესო პერიოდია სექტემბრის ბოლო – ოქტომბრის პირველი დეკადა. რგავენ ადრე გაზაფხულზეც. დაშორება – 50-70 სმ., რიგში – 12-15 სმ-ია. თუკი ამ დროს მშრალი ამინდია, საჭიროა მორწყვა. მსხმოიარე ბუჩქების შუაგულიდან ახალი ყლორტების 20% და ძველი ღეროების 15%-ს გამოხშირავენ. ასევე აშორებენ დაავადებულ ღეროებსაც. ზრდასრული მოცხრის ბუჩქში 12-20 განსხვავებულასაკიანი ტოტი უნდა იყოს.
მორწყვ
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშრალ პერიოდებში. მოცხარი ბევრ ტენს მოიხმარს ნაყოფის ფორმირებისა და დამწიფების პერიოდში.
მორწყვის ნორმა: 30-50 ლ/მ3 მორწყვის მეთოდი: კვალში წყლის მიშვებით. შესაძლებელია ჭარბი წყლის თხრილში მიშვება.
წარმოების ეფექტურობის გაზრდის მეთოდები
- აუცილებელია ჯანსაღი ნერგის დარგვა;
- აგროღონისძიებების დროულად განხორციელება;
- ინტეგრირებული ბრძოლა დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ.
განოყიერება საორიენტაციო სქემ
პლანტაციაში აუცილებელია გადამწვარი ნაკელის, ტორფისა და თივის ნარევით მულჩირება, აგრეთვე სასუქების რეგულარული შეტანა:
სასუქების შეტანა | გ/ბუჩქზე | ვადები |
---|---|---|
სუპერფოსფატი | 100-200 | შემოდგომა |
კალიუმის ქლორიდი | 30-40 | შემოდგომა |
აზოტიანი სასუქი | 40-50 | 40% – აპრილში, 30% – ყვავილობის დასასრულს, 30% – შემოდგომაზე |
მულჩირება | 8-10 სმ. სიმაღლეზე | შემოდგომა ან გაზაფხული |
მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის სქემა
მავნე ობიექტი | რეკომენდებული მოქმედი ნივთიერება |
---|---|
დაავადებები | ბორდოს ხსნარი დაავადების სიმპტომების გამოჩენისთანავე; შაბიამნის ხსნარი, ერთჯერადად |
მავნებლები | იმიდაკლოპრიდი ადრე გაზაფხულზე, კვირტების დაბერვამდე |
მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის პარალელურად მიღებულია ფესვგარეშე დამატებითი კვება მიკროსასუქებით |
ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ
პერიოდი | ჰერბიციდის ტიპი | რეკომენდირებული მოქმედი ნივთიერება |
---|---|---|
გაზაფხული, ზაფხული | სისტემური | გლიფოსატი |
ჰერბიციდების გამოყენების გარდა ეფექტურია მულჩირებაც |
მოცხარის დაცვის სხვა მეთოდები
- ჯანსაღი დაავადებებისა და მავნებლებისადმი გამძლე ნერგის დარგვა;
- ნიადაგისა და მცენარის მოვლის აგროტექნიკური წესების დაცვა
მოსავლის აღება და შენახვა
მოცხარის სიმწიფეს კენკრის ფერით ადგენენ. მშრალი მტევნების კრეფა ხდება ხელით, კარგ ამინდში.
შენახვის ოპტიმალური პირობები
შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა | შენახვის ოპტიმალური ტენიანობა | შენახვის ვადა მოცემულ პირობებში |
---|---|---|
3-70C | 85-90% | 5-6 დღე |
00C | 85-90% | შავი მოცხარი – 5 კვირა წითელი მოცხარი – 7 კვირა |