ვაშაძე გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგი ვაშაძე – დაიბადა 1981 წლის 8 ივლისს ჭიათურაში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (2004); მაგისტრატურა (2005).
შრომითი გამოცდილება
- საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფო მოხელეთა ასოციაცია, თავმჯდომარე (2001-2003)
- ინტერპოლის ეცბ ინსპექტორი (2003-2004)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჩუღურეთის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი (2005)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე (2005-2006)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე (2006-2010)
- იუსტიციის მინისტრის მოადგილე (2010-2012).
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრი.
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“.
სახელმწიფო ჯილდო
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2010)
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- ქართველი იურისტები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2012-2016 წლების საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2020-2024 წლების საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები
- საქართველოს თანამდებობის პირები
- ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალრები