ციციშვილი ჯიმშერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯიმშერ ციციშვილი – დაიბადა 1930 წლის 15 მაისს თბილისში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი (1954).
სამუშაო გამოცდილება
- ინჟინერ-კონსტრუქტორი (1954- 58);
- სამეურნეო საქმიანობა.
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): საკომპენსაციო სიით, ხალხთა მეგობრობისა და სამართლიანობის პარტიისაგან, მრეწველობის, მშენებლობის, ენერგეტიკის, კავშირგაბმულობისა და კომუნალური მეურნეობის კომისიის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა კომისიის ქვეკომისიის თავმჯდომარე.