ელადა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ელადა – (ბერძნ.) „ჰელას“. ბერძნები თავიანთ სამშობლოს ჰელასს უწოდებდნენ, ხოლო თავიანთ თავს – ელინებს. „ელადა“ ტერმინ „ჰელას“-ის ფუძისეული ფორმიდან წარმოებული სახელია. ქართულ ტრადიციაში საბერძნეთს სხვაგვარად ელადად მოიხსენიებენ.