ეანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეანა – (შუამდ.) „სახლი ანისა“ ან „სახლი ციური“, შუმერულ-ბაბილონელი ქალღმერთის ინანა იშთარის ტაძარი ურუქში.
ხშირად იხსენიება შუამდინარულ ეპიურ თქმულებებში და მითოსში. გილგამეშის ეპოსში შექებულია, როგორც „ბრწყინვალე ბეღლებიანი“. ერთ შუმერულ ტექსტში ეანა ამგვარად არის დახასიათებული: „ეანა, ტაძარი, ციდან ჩამოშვებული, რომლის ნაწილები ღმერთებმა შექმნეს; დიდი კედელი, ღრუბლებს მიბჯენილი მაღალი სადგომი, ანის დაფუძნებული“.