სიგუა თენგიზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თენგიზ სიგუა – დაიბადა 1934 წლის 9 ნოემბერს ლენტეხში. — პოლიტიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიების ავტორი. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი (1993).
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი (1957); ასპირანტურა (1962).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1990-91);
- საქართველოს რესპუბლიკის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი.
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-93): მაჟორიტარი, №4.22 მარნეულის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი;
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).