ჩუგოშვილი თამარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თამარ ჩუგოშვილი – დაიბადა 1984 წლის 11 აგვისტოს ქ. გურჯაანში. — იურისტი და პოლიტიკოსი.
განათლება – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლა, სპეციალობით სახელმწიფო ადმინისტრირება.
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი (2005-2010)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) თავმჯდომარე (2010-2012)
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი (2013-2014)
- აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საკანონმდებლო და პოლიტიკის რეფორმის პროგრამის ხელმძღვანელი (2015-2016)
პარლამენტის წევრი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016 წლიდან 2019 წლის 18 ნოემბრამდე): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
რესურსები ინტერნეტში
საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი