ლომსაძე ბორის
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბორის ლომსაძე – (დ. 20 ივლისი, 1934, ახალქალაქის რაიონის სოფელი ჩუნჩხა — გ. მაისი, 2003). — ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
განათლება – მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): არჩეული პროპორციული სიით, №5 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, საქართველოს დემოკრატიული პარტია.