კოხრეიძე ნოდარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნოდარ კოხრეიძე – დაიბადა 1932 წლის 5 იანვარს სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში. გარდაიცვალა 2011 წლის 3 აგვისტოს.
განათლება – ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი (1954).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა პარტიულ-სამეურნეო საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): მაჟორიტარი, №6.54 სამტრედიის საარჩევნო ოლქი; აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, იურიდიული კომისიის წევრი.