ქვაკაცა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:50, 18 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქვაკაცა − კლდეში ნაკვეთი ანდა სტელისებური ანთროპომორფული გამოსახულება, მენჰირი. აჭარაში ძირითადად, ალპურ ზონაში გვხვდებოდა და გზის, მიმართულების მანიშნებლად მიიჩნეოდა. გვხვდებოდა, ასევე, ქვის პატარ-პატარა ნატეხების ერთმანეთზე დაწყობით, კონუსისებურად აღმართულ ფიგურების სახით, რომლებსაც შორიდან ადამიანის გამოსახულება ჰქონდა. ქვაკაცები ამინდის მართვის მაგიურ წეს-ჩვეულებებსაც უკავშირდებოდა.
ლიტერატურა
სახოკია, 1985:269; თანდილავა, 1996:23.