ხვარხვარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:42, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხვარხვარა – (Petrosimonia brachiata [Pall.] Bunge); ოჯახი: ნაცარქათამასებრნი (Chenopodiaceae). 40 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სწორად მდგომი ან წამოწეული, მოპირისპირედ განლაგებული ტოტებით. მცენარე თავიდან შებუსულია, შემდგომში – შიშველი. ფოთლები ხაზურია, მომსხო, ნახევრად ცილინდრული. ფოთლები ძირში გაფართოებულია და სიფრიფანა არშიით შემოვლებული. ყვავილები დამოკლებულ ტოტებზე სხედან. ყვ. ნაყ. VI-X. მცენარე იზრდება დამლაშებულ და ქვიან ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია გარეჯის მიდამოებში. ცნობილია თბილისის მიდამოებშიც.