წობი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წობ-ი / ბეჩედ-ი (ხუნძ. ЦIоб / Бечед) – ღმერთი, ალაჰის სინონიმი ხუნძურ ენაში; ამავე ენაში გვხვდება შედგენილი, კონტამინირებული თეონიმები წობ-ალაჰ-ი (ЦIоб-Аллах), ალაჰ-ბეჩედ-ი (Аллах-Бечед), ბეჩედ-ალაჰ-ი (Бечед-Аллах), ალაჰასულ ბეჩედ-ი (Аллагьасул Бечед –„ალაჰის ბეჩედი“). წობ-ი / ბეჩედ-ი თეონიმები სიკეთის სურვების, ფიცისა და წყევლის ფორმულებმაც შემოინახა. ანდიურ ენაზე ცისარტყელას ეწოდება წობორწივი – ЦIоборцIив – „წობის (ღმერთის) მშვილდი“; ცისარტყელას აღსანიშნავად მსგავსი სახელი აქვთ კარატაელებს – წორწინ-ი (ЦIорцIин).

სპეციალისტების ვარაუდით, წობი იყო ხუნძური (და არამარტო ხუნძური) წარმართული პანთეონის უზენაესი ღმერთი (მ. აგლაროვი), აღჭურვილი ჭექა-ქუხილის ღვთაების ფუნქციებით (რ. სეფერბეკოვი), რომელსაც მოგვიანებით ბეჩედ-ი ჩაენაცვლა (რ. სეფერბეკოვი). ისლამის მიღების შემდეგ, წობ-ი და ბეჩედ-ი ალაჰის მეორე სახელი გახდა.

აღნიშნული თეონიმების მიახლოებული ფორმები (Tzow, Bedschet, Bedschas) ი. გილდენშტედმა XVIII ს-ის 70-იან წლებში დააფიქსირა.


ლიტერატურა

  • Агларов М. А. Из верований народов Западного Дагестана (божество ЦIоб) // Проблемы мифологии и верований народов Дагестана. Махачкала, 1988;
  • Гильденштедт И. А. Путушуствие по Кавказу в 1770-1773 гг. / Под. Ред. Ю. Ю. Карпова. СПб., 2002;
  • Сефербеков Р. И., Шигабудинов Д. М. Мифологические персонажи традиционных верований аварцев-хунзахцев. Махачкала, 2006;
  • Сефербеков Р. И. Верховные боги народов Северного Кавказа // Научная мисль Кавказа, 2006, № 1; მისივე ???


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები