იულიას ფურისულა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იულიას ფურისულა - (Primula juliae kusn.); ოჯახი: ფურისულისებრნი (Primulaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მიწისზედა ღეროს არ ივითარებს. ფოთლები მხოლოდ ფესვთანურია. მცირე ზომის, ფოთლის ფირფიტა თხელია, ნაზი, მომრგვალო-თირკმლისებური ან მომრგვალო-კვერცხისებური. ყუნწი ოდნავ ფრთიანია. აქვს მრავალი ყვავილი, მარტოული. გვირგვინი კაშკაშა ვარდისფერი ან მეწამულია. ყვ. ნაყ. IV-VI. მცენარე იზრდება დაჩრდილულ კლდეებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე. საქართველოში სხვაგან არსად გვხვდება. კავკასიის ენდემია. მცენარე აღწერილია ლაგოდეხში 1901 წელს.