ბრჭალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:21, 30 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბრჭალი -
- 1. ნები - ხელის გული თითებიანად.
- 2. ციდა - მანძილი გაშლილი სალოკი თითის წვერიდან ცერის წვერამდე.
- 3. ფეხის გული ქუსლიდან თითის ფრჩხილამდე (შესაქ: 3,15; 25,25).
- 4. სულხან-საბას განმარტებით „ბრჭალი“ საზომი ერთეულის მნიშვნელობითაც გამოიყენებოდა: „ხონოღროფსა შინა წერილ არს საზომად: ორმეოცი წყრთა (ხელის ნაწილი იდაყვიდან შუა თითის წვერამდე) და ათი ბრჭალი“
- 5. იგივე ბრჭყალი, კლანჭი.
მწირ იქმნენ და დაეფარნენ, რამეთუ იგინი ბრჭალსა ჩემსა უმზირდეს, ვითარცა უმზირდეს სულსა ჩემსა. (ფსალ. 55, 6)
წყარო
ანჩისხატის ტაძრის მედავითნე იოსებ ახალშენოვი, - ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე).