საზავო ხელშეკრულება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:21, 1 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საზავო ხელშეკრულება – საერთაშორისო ხელშეკრულების სახე, რომლითაც ხდება საომარი მდგომარეობის შეწყვეტის აღიარება და მშვიდობის დამყარება. მეომარ სახელმწიფოებს ან სამხედრო კონფლიქტში მონაწილე ძალებს შორის. საზავო ხელშეკრულება შეიძლება იყოს წინასწარი (პრელიმინარული) ან საბოლოო; საერთო (როდესაც მისი მონაწილეა ყველა მეომარი სახელმწიფო) ან სეპარატული (როდესაც ხელშეკრულება ფორმდება ომში მონაწილე ცალკეულ სახელმწიფოებს შორის).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017