საჩერებელი კვანძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საჩერებელი კვანძი

საჩერებელი კვანძი

გემბანზე სამუშაოების დროს ხშირად საჭიროა დაჭიმული გვარლის სხვა ადგილზე გადატანა ისე, რომ გვარლი გადატანის პროცესშიც დაჭიმული რჩებოდეს.

ზოგჯერ იახტაზე, რბოლის პროცესში შკოტი ჯალამბრის ხვევებში იჭედება და მისი განთავისუფლების საშუალება თითქოს, მხოლოდ მის გადაჭრაში ჩანს. ამ დროს უტყუარია საჩერებელი კვანძის გამოყენება, რომლის საშუალებითაც სხვა ჯალამბრის დახმარებით შკოტის ზედა ნაწილიდამატებით უნდა დავჭიმოთ. ამით ჯალამბარში ჩაჭედილი ნაწილის დაჭიმულობა შესუსტდება და შევძლებთ შკოტის გათავისუფლებას. ეს კვანძი დადების დროს უნდა მიდიოდეს იმ გვარლის დაშვების საწინააღმდეგო მიმართულებით, რომელზეც ეხვევა.


წყარო

ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.; ISBN 978-9941-0-8081-4

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები