ანჩისხატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. ანჩისხატი

ანჩისხატი - ანჩისხატი ეწოდება უფლის ხელთუქმნელ ხატს.

ანჩის ხატის ჩამობრძანება თბილისში მოხდა მე-17 საუკუნეში, როდესაც ქართველთა შორის ცოდვათა გამრავლებისათვის მაჰმადიანობამ იმძლავრა და ტაო-კლარჯეთი სოფ. ანჩითურთ თურქების ხელში გადავიდა. ქრისტიანული სიწმიდეები ჯერ სამცხე-ახალციხეში გადმოიტანეს, იქიდან კი საქართველოს სხვადასხვა მხარეს შეაფარეს.

1660 წელს დომენტი კათოლიკოსმა 120 თუმნად ჩამოატანინა გორელ ვაჭარს - ამირჯანა ივანგულიშვილს სამცხედან 10 ხატი, რომელთა შორის უპირველესი იყო ანჩისხატი. იგი ჯერ გორში დააბრძანეს, შემდეგ კი სოფელ ჭალაში, თავად იოთამ ამილახვარის ბინაში, სადაც დარჩა როსტომ მეფის გარდაცვალებამდე. იოთამის შვილს - გივი ამილახვარს ანჩისხატის კარედის კარები მოუჭედინებია. ამას გვამცნობს კარებზე გაკეთებული წარწერა. შემდეგ დომენტი კათოლიკოსმა 1664 წელს დიდი ლიტანიობით ჩამოაბრძანა ჯერ მცხეთაში, შემდეგ კი თბილისში, ღმრთისმშობლის შობის ეკლესიაში, რომელიც მე-7 საუკუნიდან კათოლიკოს ბაბილას მიერ საქართველოს საკათედრო ტაძრად იყო გადაქცეული. იმ დღიდან, როცა მაცხოვრის ხელთუქმნელმა ხატმა დაიმკვიდრა ეს ეკლესია, იგი იწოდება ანჩისხატის ეკლესიად.

ხატი ამჟამად დაცულია თბილისის ხელოვნების მუზეუმში. განსაკუთრებით გამოირჩევა ხატის მოჩარჩოება, რომელიც ქართული ჭედური ხელოვნების ერთ–ერთი საუკეთესო ნამუშევართაგანია. მისი ავტორია განთქმული ქართველი ოქრომჭედელი ბექა ოპიზარი, რასაც მოწმობს მოჩარჩოების ქვედა ნაწილზე მოთავსებული წარწერა.






წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი 2013 წ.
  • კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები