პირწმინდა (Ajuga reptans L. )

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პირწმინდა


პირწმინდა – (Ajuga reptans L.); ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროს ძირში გრძელი, მხოხავი დაფესვიანებული და შეფოთლილი ყლორტებია განვითარებული, ღერო მარტივია, სწორად მდგომი ან წამოწეული. 15-40 სმ სიმაღლის, შიშველი ან ორ მოპირდაპირე მხარეს მიტკეცილბეწვიანი. ფესვთანური ფოთლები დიდი ზომისაა. 6-15 სმ სიგრძისა და 2-5 სმ სიგანის ნიჩბისებური ან უკუკვერცხისებური, ძირში სოლისებურად შევიწროებული გრძელ ყუნწში. ღეროსეული ქვედა ფოთლები მცირერიცხოვანია, მოგრძო, ელიფსური, მჯდომარე. ყვავილები 6-8-ყვავილიან რგოლებადაა განლაგებული, გვირგვინი ცისფერი, ვარდისფერი ან თეთრია. ყვ. ნაყ. IV-IX. იზრდება ტენიან მდელოებზე, ტყეებში, ტყის პირას, ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ბაბანეურის ნაკრძალში. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველა რეგიონში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები