ფუტკრისდედა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფუტკრისდედა

ფუტკრისდედა - (Ophrys caucasica Woronow ex Grossh = Ophrys spegodes subsp. Caucasica Soo); ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). 20-35 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო ქვედა ნახევარში მოგრძო-ლანცეტაა და ბლაგვი. წაწვეტებული ფოთლებითაა შემოსილი. ყვავილედი მეჩხერია – 1-4-ყვავილიანი; თანაყვავილები მწვანეა, ვაგინიაცი. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები მოგრძო-ლანცეტაელიფსურია, ბლაგვი, მოწვანო-მურა ფერის ან მოყვითალო მწვანე, სამძარღვიანი. ტუჩი სამნაკვთიანია, ხავერდოვანი, ფართო-კვერცხისებური, მოწითალო-მუქი მურა და მოცისფრო იისფერი, H-ის მსგავსი მოხაზულობა აქვს. ყვ. საც. IV-V. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების მუხნარ ტყეებში, ფოთლოვანი ტყის პირას, ბუჩქნარში, გამდელოებულ და ქვიან ღია ფერდობებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფლების – შაქრიანისა და უჯარმის – მიდამოებში კავკასიის ენდემია. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.


წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები