გომერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:49, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გომერი – იაფეტის უფროსი შვილი, კიმერიელების წინაპარი, ცხოვრობდა შავი ზღვის ჩრდილოეთით, შემდგომში ამ ადგილებს მისი სახელი ეწოდა.
გომერს ჰყავდა სამი ძე აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.
ერთ-ერთი ვერსიით სწორედ თუბალი და მეშექი (მოსოხი) არიან მიჩნეულნი ქართველთა ბიბლიურ წინაპრებად. მეშექისაგან მესხები წარმოშობილან, თუბალებისაგან - იბერები.
მეორე ვერსიით - თოგორმა ანუ თარგამოსია ქართველთა წინაპარი. თარგამოსს რვა შვილი ჰყავდა, რომელთაგან მეორეს ქართლოსი ერქვა. ქართლოსს ჰყავდა ხუთი შვილი: გარდაბოსი, გაჩიოსი, კახოსი, კუხოსი, მცხეთოსი.
ქართლის ცხოვრებაში მცხეთოსის მხოლოდ ერთი შვილი - უფლოსია - მინიშნებული, რომელსაც აუშენებია ქართლის ერთ-ერთი ანტიკური ქალაქი უფლისციხე.
წყარო
- ეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე. ქართველთა წინაპრების ბიბლიური ისტორია ადამიდან იესომდე
- ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.