ასყარ-თაუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:39, 19 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ასყარ-თაუ (ნოღ. Аскъар-тау – იალბუზი) – მსოფლიო მთა ნოღაურ მითოლოგიაში. მდებარეობს სამყაროს ცენტრში. მისი მარჯვენა მხარე მზიანია, ნათელია, მარცხენა — ბნელი. ასყარ-თაუზე ხარობს მსოფლიო ხე – ბაჲთერექი. მთაც და ხეც ვერტიკალურ ჭრილში ერთმანეთთან აერთებს სამყაროს სამ ზონას – ზესკნელს, შუასკნელსა და ქვესკნელს. ასყარ-თაუს მწვერვალი მიუღწეველია. იქ ასვლა მხოლოდ ღვთაებრივ არსებებს და დიდ წინასწარმეტყველებს (ნათელმხილველებს) შეუძლიათ.
ლიტერატურა
Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012.