ჰებე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:06, 3 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰებე.
კანოვას სკულპტურა (1801 წ.), სანკტ-პეტერბურგი. ერმიტაჟი

ჰებე(ბერძნ.) ახალგაზრდობის ქალღმერთი. ზევსისა და ჰერას ასული.

ჰებე ოლიმპოსზეა დავანებული და ღმერთებს ნექტარსა და ამბროსიას სთავაზობს. იგი ჰერაკლეს ზეციურ მეუღლედ ითვლება.

ჰებეს კულტი პელოპონესოსში იყო გავრცელებული. მის წმინდა მცენარედ ითვლებოდა კიპარისი.

ჰებეს ტაძარში შესულ მონას თავისუფლებას ანიჭებდნენ. რომში ჰებეს იუვენტასსთან აიგივებდნენ. მას წარმოსახავდნენ ახალგაზრდა ქალად ყვავილების გვირგვინითა და ოქროს თასით ხელში.










წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები